კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დავრჩეთ სახლში, რათა არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ

მოვუწოდებ მეც მოსახლეობას, აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვა, ვინაიდან სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთილხდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია, ეს უკვე რიცხობრივადაც მტკიცდება და ამას ამტკიცებს ის სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ და დავრჩეთ სახლში.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები