მიხეილ სააკაშვილი

"ავტოგრაფი მთხოვა" - სააკაშვილი მასზე თავდასხმაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"სინამდვილეში, კაცი კალმით მოვიდა და ავტოგრაფი მთხოვა. ეს არის მთელი ისტორია." - ასე ეხმაურება ქვეყნის ექპრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის პრემიემრმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას თავს დაესხნენ. 

უკრაინული მედია სტრანა პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 30 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილს უცნობი პირი დანით ხელში თავს დაესხა კიევის რესტორან ფაბიუსში.

"უცნობი მამაკაცი მივიდა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ისვენებდა. ხელნაკეთი დანით ხელში იგი მიუახლოვდა სააკაშვილს და მას დაემუქრა. სააკაშვილის და რესტორნის დაცვამ შეაკავეს თავდამსხმელი და პოლიცია გამოიძახეს. ის არ დაუკავებიათ. პოლიციის მოსვლამდე ის გაუჩინარდა. ზუსტდება თავდასხმის მოტივაცია," - თქვა წყარომ.

კომენტარები