ირაკლი კობახიძე

კობახიძე კითხვაზე, როგორ შეაფასებდა საკუთარ საქმიანობას: წარმატებული ვიყავი, მადლობა

"წარმატებული ვიყავი, მადლობა". – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებდა საკუთარ საქმიანობას. 

ირაკლი კობახიძე 2019 წლის 21 ივნისამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო. კობახიძის გადადგომა გავრილოვის ღამის შემდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. სწორედ ირაკლი კობახიძის სკამში აღმოჩნდა სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს. 

მისი დამტკიცებული გეგმით დაუფინეს ფიანდაზები რუს დეპუტატებს და "პურის ცხობის, ჩურჩხელის ამოვლების და ჭაჭის გამოხდის მასტერკლასები" დაუგეგმეს.

10 სექტემბერს კი ქართული ოცნების ოცეულის პრეზენტაციაზე კობახიძემ "ბევრი არ გააგრძელა" და თავი დოქტორად და პროფესორად წარადგინა.

კომენტარები