ოკუპირებული აფხაზეთი

პუტინმა ასლან ბჟანიას "გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა

ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია
Reuters

კრემლის ვებ-გვერდზე პრეზიდენტ პუტინის დეპეშა გამოქვეყნდა, რომელშიც ის ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს" ულოცავს.

"ეს დღესასწაული წარმოაჩენს აფხაზი ხალხის სიმამაცეს და შეუპოვრობას. მათ იბრძოლეს თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრების უფლების დასაცავად". – წერია განცხადებაში.

პუტინმა ბჟანიასადმი გაგზავნილ დეპეშაში ისაუბრა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობაზე და პარტნიორობაზე და გამოთქვა იმედი, რომ კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 აგვისტო, აფხაზეთის ომის დასრულების დღე - "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღედ" ითვლება. აფსნიპრესის მიხედვით, ბჟანიას ეს დღე მიულოცეს ნიკარაგუის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტებმა.

კომენტარები