დაპირისპირება მარნეულში

ბოკუჩავა მარნეულზე: რაც მეტს იძალადებს ეს ხელისუფლება, უფრო მწარედ დამარცხდება ივანიშვილი

ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ მარნეულში წაგებული აქვს არჩევნები. ბოლნისში და გლდანში წაგებული აქვს არჩევნები და სწორედ იქ ესხმის თავს ადამიანებს, ჩვენს წევრებს და მათი შტაბის წევრებს, სადაც წაგებული აქვს არჩევნები, მაგრამ ასე იქნება მთელს ქვეყანაში. რაც მეტს იძალადებს ეს ხელისუფლება, უფრო მწარედ დამარცხდება ბიძინა ივანიშვილი.

ტელეკომპანია პირველის ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა მარნეულში მომხდარ დაპირიპირებაზე. 29 სექტემბერს, მარნეულში ვიტარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

კომენტარები