დაპირისპირება მარნეულში

მარნეულში კვლავ დაპირისპირებაა, ენმ-ის რამდენიმე წევრს სცემეს

მთავარი

მარნეულში ნაციონალური მოძრაობის წევრებს სცემეს. 

როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და საარჩევნო კომისის წევრი, ლაშა ქველაძე მთავარ არხთან ამბობს, ოპოზიციას თავს ქართული ოცნების წევრები დაესხნენ. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრს და ილიას უნივერისტეტსი ლექტორს, გიორგი მუმლაძესაც. 

მარნეულში დაპირისპირება დღისითაც მოხდა. ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათ თანამშრომელს სცემეს

მარნეულში დაპირისპირება საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრების აქციის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნება ძალადობასა და პროვოკაციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირებას ქართული ოცნების პროვოკაციას უწოდებს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქართული ოცნების წევრები მათთან მივიდნენ, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყა.

 

კომენტარები