Coda Story

Coda წერილი: დეზინფორმაცია საომარი მოქმედებების ფონზე და ინფოდემია კორონავირუსის ირგვლივ

დეზინფორმაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა და კვლავ აქტუალური ინფოდემია. რუსული ვაქცინა, როგორც პოლიტიკური იარაღი და მკურნალობის ახალი ხალხური მეთოდები. 

გადაუგზავნეთ Coda წერილი თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრებს. ერთად გავავრცელოთ ინფორმაცია, რომელიც სამყაროს გარკვევაში გვეხმარება.  

საომარი მოქმედებების ფონზე, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს: ორივე ქვეყნის მედია ერთმანეთის გამომრიცხავ ამბებს აქვეყნებს.  

აზერბაიჯანული მხარისთვის მთიანი ყარაბაღი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს, სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერს. სომხეთისთვის აზერბაიჯანელები, აგრესორები და კონფლიქტის ინიციატორები არიან. 

დეზინფორმაციის რამდენიმე მაგალითი, კონფლიქტის ფონზე: 

  • პირველ საომარ მოქმედებებიდან ერთ კვირის თავზე, აზერბაიჯანულ მედიაში დაიწყო ინფორმაციის გაშუქება სომხური მხარის "პროვოკაციების" შესახებ. გავრცელდა ცნობები, ქურთი და სირიელი "ბოევიკების" სომხური ჯარის დასახმარებლად გადაყვანის შესახებ. თავდაპირველად ეს ამბავი ეგვიპტურ მედიაში გამოჩნდა, შემდეგ კი თურქულმა გამოცემებმა აიტაცეს.
  • Sputnik აზერბაიჯანის ცნობით, ბრძოლის პირველ დღეს 550-ს აღწევს დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რუსული ჰოლდინგის "Russia Today" - ის იმავე ფილიალის - Sputnik სომხეთის ცნობით, მხოლოდ 15 ჯარისკაცია დაღუპული.   

ამის ფონზე, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი წერს, რომ "მოსკოვში განიხილავენ იმას, რომ სომხეთი, ან განწირულია რუსეთში დაბრუნებისათვის, ან განწირულია" 

  • Telegram–ის არხში, "სამხედრო დამკვირვებელი" გამოაქვეყნდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 19 სომეხი. აღმოჩნდა, რომ ეს სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტების სიაა. გარდაცვლილად ჩაწერილმა ერთმა პირმა პირადად უარყო მისი სიკვდილი. 

უფრო დეტალურად, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები სადავო ტერიტორიაზე, შეგიძლიათ იხილოთ მედიაკავშირის მულტიმედიურ პროექტში. 

ვინ და რატომ ებრძვის მეცნიერებას? როგორი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე ტექნოლოგიებს? როგორ ცვლის ცრუ ინფორმაცია რეალურ სამყაროს? ეს ის თემებია რომლებზეც Coda Story-ს ჟურნალისტთა საერთაშორისო გუნდი მუდმივად მუშაობს. 

საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანამ ბინაზე მკურნალობის მოდელს ეტაპობრივად გააფართოებს. საქართველოში ბინაზე მკურნალობენ კორონავირუსის მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტებს. პროგრამაში, 25 ონლაინ კლინიკის გარდა, სხვა ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.  

დამატებით ზომებს იღებენ ევროპაშიც: ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 95%-იანი ტევადობაა. ამასთან, სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ICU საწოლების მხოლოდ 47%-ია დაკავებული. ეს განცხადებები ცოტა დამაბნეველია, რადგან ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევები გაზაფხულის მაჩვენებელს მიუახლოვდა - იმ ნიშნულს, როცა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პიკი იყო. ესპანური გამოცემა El Diario კი წერს, რომ 60 – ზე მეტი საავადმყოფოს ექიმებმა შექმნეს WhatsApp-ის ჯგუფები, რათა თავად აკონტროლონ კლინიკებში საწოლების რაოდენობა. 

კორონავირუსის მზარდ სტატისტიკასთან ერთად, ბრუნდება ”ხალხური” სამკურნალო საშუალებებიც. სულ ახალი მეთოდი ორთქლით მკურნალობაა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ინდურ სოციალურ მედიაში სარგებლობს. ტვიტერზე გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ქალაქ პუნეს ერთ-ერთი ბარის მეპატრონეები ისუნთქავენ დიდი ოდენობით ორთქლს სამზარეულოს გაზქურიდან. ასევე, ტვიტერზე გავრცელებულ მეორე, ვირუსულ ვიდეოში კი იგივე პროცედურას სახლის სამზარეულოში ატარებენ. შეგახსენებთ, რომ არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ორთქლი კორონას ებრძვის არ არსებობს.  

გუშინ გერმანიაში "კორონას დიდი საინფორმაციო ტური" დაიწყო. ამჯერად, კორნავირუსის უარმყოფელთაა ორგანიზატორებმა ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლებისგან განსხვავებული ფორმა მოძებნეს: ისინი  ძვირადღირებული ავტობუსით დაიწყებენ ქალაქებში მოძრაობას. იდეის ავტორები არიან, სამუელ ეკერტი, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის ყოფილი მქადაგებელი და ბოდო ფიშმანი, ექიმი, რომელიც თავბრუსხვევის მკურნალობაშია სპეციალიზებული. ორივე მათგანი გერმანიის ანტინარკოტიკული მოძრაობის, Querdenken-ის წევრია. მათი ავტობუსი აღჭურვილია ჩამწერი მოწყობილობებითა და სტუდიით, საიდანაც ეკერტმა მაუწყებლობა უკვე დაიწყო. 

ჩვენ, Coda Story-ს ჟურნალისტები, ისეთ მოვლენებს ვაშუქებთ, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.  

შაბათს, რუსეთის პირველ არხზე, აჩვენეს ფილმი რუსულ ვაქცინაზე, თუ, ფილმი არ გინახავთ, გული არ დაგწყდეთ: მაინც  ვერ მოისმენდით პასუხებს იმ კითხვებზე, რომელსაც უცხოელი მეცნიერები სვამენ, რუსეთში რეგისტრირებულ ვაქცინა “Sputnik V”-ს შესახებ.  

თუმცა, ფილმი ისეა დამონტაჟებული, რომ მასში ვერანარ კრიტიკას ან განსხვავებულ აზრს ვერ შეხვდებით.  ექსპერტის მოსაზრებები მაქსიმალურად არაკრიტიკულად ჟღერს. მაგალითად, პოლ ოფიტის გამოსვლა მთავრდება ფრაზით - "არ ვიცი რომელ ქვეყნებში გამოიყენება ვაქცინების განვითარების ისეთივე სტრატეგია, როგორც რუსეთში".  

ტიმო ულრიხსი, რუსულ ვაქცინასა და მისი გვერდითი ეფექტების შესახებ ყველანაირ შიშს სისულელეს უწოდებს.  

ამავე დროს, სამიდან ორი ექსპერტი, რომელიც ფილმში მონაწილეობს, მანამდე დიდი ხანი აქტიურად აკრიტიკებდა რუსულ ვაქცინას.

  • პოლ ოფიტმა ეჭვი შეიტანა ვაქცინის ეფექტურობაში და პუტინის განცხადებებს “პოლიტიკური თეატრი” უწოდა. 

  • ენრიკო ბუკსმა კი გამალეიას ცენტრის პუბლიკაცია საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ჟურნალ Lancet- ში. 

ჩვენ გირჩევთ, წაიკითხოთ: 

90-იანი წლებში კანადელი კომიკოსი, მარკ როუზველი ყველაზე ცნობილი და აღიარებული უცხოელი იყო ჩინეთის სახელმწიფო მედიაში. 

ის დგამდა კომედიურ სკეჩებს და მართავდა გასართობ შოუებს ჩინურ ენაზე. ჰყავდა ასობით მილიონი მაყურებელი, იყო კულტურის ელჩი განვითარებად ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ამასთან, როუზველი ყოველთვის ერიდებოდა ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მაყურებლის ან ხელისუფლებისთვის საკამათო შეიძლება გამხდარიყო. 

დღეს ბევრი რამ სხვაგვარადაა. დასავლელი ინფლუენსერები, რომლებსაც ჩინურ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ჰყავთ, მკვეთრად პროპეკინურ ნარატივს ავრცელებენ. 

თემაზე, თუ როგორი სქემით მუშაობს სოციალური მედია და დასავლელი ინფლუენსერები ჩინეთში, გთავაზობთ შენ ლუს სტატიას, რომელიც ინგლისურენოვან Coda Story-ის ინგლისურენოვან გვერდზე გამოქვეყნდა

კომენტარები