სასწავლო პროცესი

​ჩხენკელი: 19 ოქტომბრიდან სტუდენტები, აჭარის გარდა, დაბრუნდებიან აუდიტორიებში

საქართველოს მთავრობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ცნობით, 19 ოქტომბრიდან სტუდენტები, აჭარის გარდა, დაუბრუნდებიან აუდიტორიულ სწავლებას.

"19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არა დისტანციურად, არამედ აუდიტორიებში განაახლებენ თავიანთ ფუნქციონირებას". – თქვა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო​ს სხდომის დასრულების შემდეგ.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში 1-ელ ოქტომბრამდე იყო გადადებული. 

კომენტარები