სასწავლო პროცესი

კერძოდან საჯარო სკოლებში გადასვლა პირველკლასელებისთვის შეიზღუდება

ტაბულა

კერძოდან საჯარო სკოლებში გადასვლა მხოლოდ პირველკლასელებისთვის შეიზღუდება. რეგულაცია მობილობის წესში უკვე შევიდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განმარტებით, ცვლილება სასკოლო ასაკის თემას უკავშირდება. მისი თქმით, კერძო სკოლებმა ხუთი წლის ბავშვები მიიღეს და ამ "ხელოვნური ნაკადის" საჯარო სკოლებში გადასვლას განათლების სამინისტრო ხელს ვერ შეუწყობს.

"მობილობის წესში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რის მიხედვითაც, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სადაც მოგვიანებით დაიწყო სწავლის პროცესი [კერძო სკოლები], პირველკლასელთათვის მობილობა ავტომატურ რეჟიმში არ განხორციელდება, იქნება მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტური გარემოებები დასაბუთდება. ხელოვნური ნაკადის გადმოდინებას ვერ შევუწყობთ ხელს იმ კერძო სკოლებიდან, რომლებმაც ხუთწლიანი ბავშვები მიიღეს. ეს დააზიანებს კერძო სექტორსაც იმიტომ, რომ მათ უკვე დაგეგმილი აქვთ რესურსი, მასწავლებლების ანაზღაურება და ა.შ.", - განაცხადა სანიკიძემ ნეტგაზეთის ცნობით.

კომენტარები