ავტოსაზგაო შემთხვევა

ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა

ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები