ოკუპირებული ცხინვალი

თითქმის 3-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ოკუპანტებმა ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს

თითქმის 3-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო ძალებმა ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. 

ხვიჩა მღებრიშვილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, თუმცა, ოჯახთან შეხვედრამდე 8-დღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიაროს. 

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ხაზის კვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში 3 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით მას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის რეგიონში ლუგარის ლაბორატორიის დავალებით ღამურების შესაგროვებლად იყო წასული, რათა ბიოლოგიური მასალა მოეპოვებინა. 

კომენტარები