ოკუპირებული ცხინვალი

ირაკლი ანთაძე: ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ხვალ ველოდებით

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 3 ივლისს დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ქართული მხარე ხვალ, 25 სექტემბერს ელოდება.თქვა ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ. 

"რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილს, ველოდებით, რომ ეს იქნება ხვალ. დრო, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ მთავარია, რომ ეს ადამიანი დაუბრუნდება ოჯახს". – ამბობს ირაკლი ანთაძე.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ხვიჩა მღებრიშვილმა 3 ივლისს საოკუპაციო ხაზი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა. კომიტეტის ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილის მიზანი იყო მოეპოვებინა ყურწვეტა მღამიობის სახეობის ღამურები, რათა შემდეგ თითოეული 5000 აშშ დოლარად გაეყიდა. 21 აგვისტოს კი ცხინვალის ე.წ საქალაქო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები