საზოგადოებრივი მაუწყებელი

სოხაძე: მეტი ავტორიტეტი, ფეისი სჭირდება პირველ არხს, 40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი

თითქოს ეიჯიზმის ნიშნით 40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი. ნუ, ახლა ცოტა შეიცვალა, ძალიან კარგი გადაცემაა ტელესკოლა.... არ შეიძლება, რატომ იცით? იმას რომ თავი დავანებოთ, სხვა მსგავს ტელევიზიებს, საზოგადოებრივ მაუწყებლებს, ჩვენი მაყურებელი ძირითადი მაინც არის ცოტა უფროსი თაობა. მე არ მგონია, ჩვენ თინეიჯერები გვიყურებდნენ, რატომღაც. იმიტომ, რომ ისინი სხვა რაღაცეებით არიან დაკავებული ძირითადად. ამიტომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი წამყვანების ავტორიტეტით მათი რაღაცა თუნდაც ასაკობრივი, ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა მისი, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ ძალიან, მაგრამ ბავშვის, რომლისაც რატომღაც არ მჯერა. არ მგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია.

ერთი სიტყვით, ავტორიტეტები, მგონია, რომ მეტი სჭირდება არხს, ფეისები... იმიტომ, რომ ყურადღება მოიზიდოს მაყურებლის.

საზოგადოებრივი არხის დირექტორობის კანდიდატი ირმა სოხაძე.

კომენტარები