ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია

ჩინეთის საჰაერო ძალების პროპაგანდისტულ ვიდეოში კადრები ჰოლივუდის ფილმებიდან გამოიყენეს

მარცხენა ზედა კუთხე: კადრი საჰაერო ძალების ვიდეოდან; მარცხენა ქვედა კუთხე: კადრი The Hurt Locker-იდან; მარჯვენა ზედა კუთხე: კადრი საჰარეო ძალევის ვიდეოან; მარჯვენა ქვედა კუთხე: კადრი The Rock-იდან
PLA/YouTube

ჩინეთის საჰაერო ძალების პიარ კამპანიის ვიდეოში კადრები ჰოლივუდის სამი ფილმიდან ჩასვეს. სოციალურ მედიაში გავრცელებიდან მალევე ვიდეომ მაყურებლებში ბევრი კითხვა გააჩინა.

ვიდეო, რომელმაც სოცმედია საიტ Weibo-ზე 4.72 მილიონი ნახვა დააგროვა, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის პროპაგანდისა და კულტურის ცენტრმა საჰაერო ძალებისთვის შექმნა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩინეთის საჰაერო ძალები კუნძულზე არსებულ სამხედრო ბაზას უტევენ. სამხედრო ბაზა ძალიან ჰგავს აშშ-ს სამხედრო ბაზებს დიეგო გარციასა და გუამში.

კადრი საჰაერო ძალების პროპაგანდისტული ვიდეოდან, რომელიც Transormers: Revenge of The Fallen-იდანაა ამოჭრილი
ფოტო: weibo

თუმცა, სოციალურმა მედიის მომხმარებლებმა ვიდეოში გამოყენებულ კადრებსა და ჰოლივუდის ფილმებს შორის ბევრი საერთო იპოვეს.

სამხედრო მოქმედებებით დატვირთული კადრები სამი ამერიკული ფილმიდან არის აღებული, Transformers: Revenge of the Fallen, The Rock და The Hurt Locker-იდან.

"როგორც აღმოჩნდა, ჩვენი საოცნებო და დიადი ძალა ამერიკული ფილმების კლიპების გამოყენებითაა შექმნილი". - დაწერა ერთერთმა მომხმარებელმა სოციალურ მედიაში.

Twitter-ის ერთერთმა მომხმარებელმა შეადარა კადრები სამხედრო ძალების ვიდეოდან და ფილმიდან The Hurt Locker.

კომენტარები