საქსტატი

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 2.7%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივმა ექსპორტმა (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 51.0% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.7%-ით ნაკლებია და 1 055.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყო: რუსეთი (240.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (118.6 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (77.4 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფები ადგილობრივ ექსპორტში კი იყო:

  • ფეროშენადნობები - 144.9 მლნ. აშშ დოლარი, მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 121.5 მლნ. აშშ დოლარი (11.5%)
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 75.2 მლნ. აშშ დოლარი (7.1%)

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებულმა საქონლის ექსპორტმა 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 14.7%-ით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

 

 

კომენტარები