ავტოსაგზაო შემთხვევა

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

flickr

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

მედიის ინფორმაციით, საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპული მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი იყო. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები