კორონავირუსი საქართველოში

თავდაცვის სამინისტრო: სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს COVID-19 დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს ცნობით, ის ბათუმში იყო და COVID-19 სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე დაუდასტურდა.

"სამხედრო მოსამსახურე აჭარის რეგიონში დათხოვნის პერიოდში იმყოფებოდა, ხოლო ეპიდსაშიშ კერაში ყოფნის გამო, დადგენილი პროტოკოლით მისი გამოკვლევა სამხედრო ბაზაზე დაშვებამდე განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას სამხედრო ნაწილში მყოფ პირად შემადგენლობასთან კონტაქტი არ ჰქონია. შესაბამისად, ნაწილის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა". – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, 16 სექტემბერს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 758 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 412 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები