ისრაელი-პალესტინა

ისრაელმა ღაზის სექტორიდან გასროლილი რაკეტების პასუხად ჰამასის პოზიციები დაბომბა

Reuters

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 15 რაკეტა გაისროლეს. ისრაელის არმიის განცხადების მიხედვით, პასუხად მათ 10 საჰაერო დარტყმა განახორციელეს დაჯგუფება ჰამასის პოზიციებზე.

ისრაელის ქალაქ აშდოდში თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც თეთრ სახლში ისრაელის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას აწერდნენ ხელს.

"არ მიკვირს, რომ პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელზე თავდასხმა სწორედ ამ ისტორიული ცერემონიის დროს მოაწყვეს. მათ სურთ ხელი შეუშალონ მშვიდობის დამყარებას. ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ დავარტყამთ ყველას, ვინც ჩვენს საზიანოდ ხელი აღმართა და ხელს გავუწვდით ყველას, ვინც მშვიდობის ხელს გამოგვიწვდის". – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთნიაჰუმ.

აგვისტოს 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა თავდასხმები ჰამასის მხრიდან ისრაელის სამხრეთ ტერიტორიებზე, თავის მხრივ კი ისრაელის არმია ჰამასის პოზიციებს ბომბავდა.

პირველ სექტემბერს ჰამასმა გამოაცხადა, რომ კატარის შუამავლობით ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

კომენტარები