საქსტატი

საქსტატი: იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 14.7%-ით, იმპორტი კი 17.5%-ით შემცირდა

brianchristner.io

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7%-ით ნაკლებია.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო - 14.7%-ით ნაკლები, ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი - 17.5%-ით ნაკლები 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამავე წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0% შეადგინა.

კომენტარები