ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქვრივიშვილი: ნაცვალგების ჩამონათვლის ქვეყნებიდან კარანტინის გარეშე, PCR ტესტით შემოვლენ 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 15 სექტემბრიდან ნაცვალგების ჩამონათვლის ქვეყნებიდან მოქალაქეები საქართველოს საზღვრის კვეთას კარანტინის გარეშე, ვალიდური PCR ტესტის საფუძველზე შეძლებენ.

"ნაცვალგების ჩამონათვლის ქვეყნების მოქალაქეები ხვალიდან, 15 სექტემბრიდან საქართველოს საზღვრის კვეთას შეძლებენ კარანტინის გარეშე, თუკი ისინი ვალიდურ 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ტესტს წარადგენენ". – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, გასული დღე-ღამის განმავლობაში 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები