NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% ასე არ ფიქრობს

benjielayug.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ამბობს, რომ ეს ასე არაა, გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.

ამავე კითხვაზე, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 8%-მა არ იცის, 1% კი პასუხზე უარს ამბობს.


ფოტო: NDI

ფოტო: NDI

NDI-ის მირ მომზადებულ კვლევაში 2 045 ადამიანი სატელეფონო გამოკითხვების მეთოდით გამოიკითხა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. საველე სამუშაოები 6-11 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილება +/- 1.3%-ია. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სატელეფონო ინტერვიუ პირისპირ ჩატარებული ინტერვიუსგან განსხვავდება. სატელეფონო ინტერვიუსას უფრო მეტია ალბათობა, რომ რესპონდენტმა კითხვა ვერ გაიგოს და ინტერვიუერი ვერ მიხვდეს, რომ ვერ გაიგო. ინტერვიუერმა არ იცის როგორ გარემოში იმყოფება რესპონდენტი. ასევე, ზოგი რესპონდენტი უფრო ხელმისაწვდომია სატელეფონო ფორმით, მაგალითად, კაცები, ან ადამიანები, რომლებიც სახლში იშვიათად არიან.

კომენტარები