გენდერული კვოტირება

ხოშტარია: კვოტირებაზე ადრე უფრო ნეგატიურად ვიყავი განწყობილი, ვიდრე ახლა

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია "ფორმულანიუსთან" ბეჭდურ ინტერვიუში აცხადებს, რომ გენდერული კვოტირება ზიანის მომტანად არ მიაჩნია.

"კვოტების თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ადრე უფრო ნეგატიურად ვიყავი განწყობილი, ვიდრე ახლა. ახლაც არ მიმაჩნია კვოტები პრობლემის გადაჭრის გზად, თუმცა არ ვარ ისეთი რადიკალური წინააღმდეგი, როგორიც ვიყავი. იდეოლოგიურად არასწორი მგონია, იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემა მოგვარდება, არა რაოდენობით, არამედ უნარებზე ორიენტირებული (merit-based) სისტემის შექმნით. არ მგონია, რომ ეს კვოტები ახლა ხარისხობრივად შეცვლის, ამ ბარიერებს მოაცილებს. თუმცა, არც იმხელა ზიანი მგონია, მოჰქონდეს, რომ ეს ექსპერიმენტი არ ჩაატარო. ზოგისთვის ეს არის მიუღებელი და დამანგრეველი. მე არ მგონია, რომ ზიანის მომტანია, მაგრამ არც გადაჭრის გზა არ მგონია." - აცხადებს ხოშტარია.  

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები სავალდებულო გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს. კერძოდ, ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. 2028 წლიდან კი, ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

"თვითმმართველობის არჩევნებზე კი, სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები