57 წლის ისტორიის მასწავლებელმა, დონალდ ფირმა, ბრიტანული Who Wants To A Be Millionaire-ის გამარჯვებული გახდა და 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო.
ფირს გაუმართლა, ფინალური კითხვა ისტორიიდან მოვიდა. თამაშის მსვლელობისას მომავალმა მილიონერმა მხოლოდ ერთი დახმარება, 50/50-ზე დახაარჯა.
დონალდ ფირის ძმამ, გეოგრაფიის მასწავლებელმა დევიდ ფირმა ერთი წლის წინ იმავე შოუში 500 000 ფუნტი სტერლინგი მოიგო.
22 წლის განმავლობაში ბრიტანულ Who Wants To Be A Millionaire-ს მხოლოდ 6 გამარჯვებული ჰყავს.