ეზუგბაია 158 შემთხვევაზე: ამ რიცხვების ასეთი გამოვლენა ჩვენი თავდაცვა და დაავადების პრევენციაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, 158-მა შემთხვევამ არ უნდა შეგვაშინოს და მოსახლეობამ უნდა გაამკაცროს რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ. მისივე თქმით, ამ რცხვების ასეთი გამოვლენა თავდაცვა და დაავადების პრევენციაა.

"აქტიური გამოვლენა მიმდინარეობს და აქტიური გამოვლენის პირობებში, რა თქმა უნდა, იზრდება კონტაქტების და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი.

ეს რიცხვი, 158, ნუ შეგვაშინებს, ეს რიცხვი გვეუბნება, რომ რეგულაციები უნდა გავამკაცროთ საკუთარი თავის მიმართ. აუცილებელია დისტანცირება, პირბადეების ტარება, ხელის დეზინფექცია.

ამ რიცხვების ასეთი გამოვლენა ჩვენი თავდაცვა და დაავადების პრევენციაა". – აღნიშნავს მარინა ეზუგბაია

12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 075 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 363 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები