კორონავირუსი საქართველოში

სპარი, კარფური, ნიკორა, 2 ნაბიჯი - ბათუმში 10 ობიექტი რეკომენდაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები და სასტუმროები შეამოწმა. კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობისთვის დააჯარიმეს 10 დაწესებულება. გარდა ამისა, მუშაობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა.

შემოწმება 8 სასტუმროში ჩატარდა. მათგან მოთხოვნები დააკმაყოფილა 6-მა სატუმრომ:

  • აისი
  • ბესტ ვესტერნი
  • მერკური
  • აქვა ჰოტელი
  • შერატონი
  • რედისონი

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა:

  • სტამბოლი
  • გალოგრე

შემოწმება 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც ჩატარდა. რეგულაციები მხოლოდ ერთმა, გუდვილმა, დააკმაყოფილა. 7 მათგანი დააჯარიმეს 10 000 ლარით:

  • ვილმარტი
  • სპარი
  • ნიკორა
  • ორი ნაბიჯი
  • იალჩინ მარკეტი
  • მაგნიტი
  • კარფური

არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, შრომის ინსპექციამ სამი სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დააჯარიმა. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა.

შრომის ინსპექციის ცნობით, ბათუმში შეამოწმეს 28 რესტორანი. მათ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული. ესენია: 

  • შავი ზღვა
  • ბალაგანი
  • ფიშლანდია
  • ფიშპოინტი
  • პორტა ბათუმი
  • ოქროს თევზი
  • მარსელი
  • მაჭახელა
  • სანაპირო
  • ადმირალ ტერასა
  • ლე პორტე
  • ლაით ჰაუსი
  • პონტოსი
  • აჭარა პალასი
  • ბახტრიონი
  • ზაქარა
  • თეთრი ბათუმი
  • მეფაიტონე
  • შერეკილები
  • შუმერული
  • ძველი გემო
  • ხინკლის გემო+
  • ფიროსამანი
  • თავადური
  • საზანდარი
  • ახალი გემი
  • ვივა ლათინო
  • ნეო კა

11 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 917 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 87 - ბოლო 24 საათში. ახალი შემთხვევებიდან 39 აჭარაში გამოვლინდა. ბათუმი ეპიდემიოლოგებმა წითელ ზონად გამოაცხადეს, სადაც მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება. ასევე, ამოწმებენ, რამდენად იცავენ დაწესებულებები რეკომენდაციებს.

კომენტარები