კორონავირუსი საქართველოში

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

thedailysheeple.com

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ტაბულას სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ხაზარაძემ დაუდასტურა. 

ხაზარაძის ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტირება გუშინ, 9 სექტემბერს ჩაუტარდათ, პასუხები კი დღეს გახდა ცნობილი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.  

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მასწავლებლების ტესტირება შერჩევითი შემთხვევის პრინციპით იგეგმება. მასწავლებლებს, რომლებიც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში აჭარასა და ლეჩხუმში მოგზაურობდნენ, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს, თვითიზოლაციაში იყვნენ. 

საქართველოში საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

კომენტარები