კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მასწავლებელთა ტესტირება შერჩევითი შემთხვევის პრინციპით იგეგმება

საქართველოს მთავრობა

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მასწავლებლების ტესტირება შერჩევითი შემთხვევის პრინციპით იგეგმება. მასწავლებლებს, რომლებიც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში აჭარასა და ლეჩხუმში მოგზაურობდნენ, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს, თვითიზოლაციაში იყვნენ. 

"რადგან სწავლის პროცესის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდებულია, რომ ყველა მასწავლებელი, ვინც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში, აჭარაში, ასევე, შეიძლება ავიღოთ ლეჩხუმი, აუცილებელია, რომ ამ მასწავლებლებმა დაიცვან პრევენციული ღონისძიებები. სასურველია, რომ ორი კვირის განმავლობაში არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე და იყვნენ აქტიურად თვითიზოლაციაში. პირველივე სიმპტომების დაწყების შემთხვევაში უნდა დაუკავშირდნენ 112-ს". - ამბობს გამყრელიძე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19. 

საქართველოში საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, სასწავლო წლის დაწყებამდე კორონავირუსზე ტესტი ყველა მასწავლებელს ჩაუტარდეს.

კომენტარები