კორონავირუსი საქართველოში

პარლამენტი: ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ გოგიჩაიშვილთან კონტაქტი ჰქონდა თვითიზოლაციაში გადავა

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია.

"შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად". – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, 9 სექტემბერს, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ცოლმა, ვიკა ბუკიამ, რომელიც ასევე ინფიცირებულია

ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის დამფუძნებელი წევრია. პარტია ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გოგიჩაიშვილის ინფიცირების გამო მისი პარტია საარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს

9 სექტემბერს საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

 

კომენტარები