კორონავირუსი საქართველოში

TV პირველის ჟურნალისტი: წყარო სრულიად უცნობია, არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი

https://tvalsazrisi.ge/

"წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი". – ამის შესახებ Facebook-ზე TV პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია წერს, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირებულია ასევე მისი ქმარი, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი. 

"მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები.

წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით, ესეც გამოვარკვიოთ". – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია. 

ვიკა ბუკია ამბობს, რომ ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებით ჩატარებულმა ტესტმა დადებითი აჩვენა. 

ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის დამფუძნებელი წევრია. პარტია ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. 

9 სექტემბერს საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები