კორონავირუსი საქართველოში

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ტაბულა

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ცოლმა, ვიკა ბუკიამ, რომელიც ასევე ინფიცირებულია, რუსთავი 2-ს მიაწოდა.

ვიკა ბუკია ამბობს, რომ ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებით ჩატარებულმა ტესტმა დადებითი აჩვენა. 

ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის დამფუძნებელი წევრია. პარტია ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. 

9 სექტემბერს საქართველოში Covid-19-ის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 1773 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1325 პაციენტი და გარდაიცვალა - 19.

კომენტარები