ბოლივუდი

ბოლივუდის მსახიობი რია ჩაკრაბორტი მარიხუანის რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს

Indian Express

ბოლივუდის ვარსკვლავი მსახიობი, რია ჩაკრაბორტი ინდოეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ მარიხუანის რეალიზაციის ბრალდებით დააკავა.

მიმდინარე წლის 14 ივნისს მსახიობი სუშანტ სინგჰ რაჯპუტი, ჩაკრაბორტის ბოიფრენდი პოლიციამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა, სამართალდამცავების დასკვნით მსახიობმა თავი მოიკლა. გამოძიების მსვლელობისას პოლიციამ ჩაკრაბორტი, მისი ძმა შოვიკი და რაჯპუტის სახლის მენეჯერი სამუელ მირანდა დააკავა. სამეულს მარიხუანის რეალიზაცია ედება ბრალად. 

მსახიობი 22 სექტემბრამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იქნება. სასამართლომ ჩაკრაპორტს გირაოთი გამოსვლაზე უარი უთხრა.

კომენტარები