ბოლივუდი

მუმბაიში ბოლივუდის მსახიობი მოკლეს

ბოლივუდის მსახიობი, 26 წლის მენახში ტაპერი რამდენიმე დღის წინ ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს.
მსახიობის დანაწევრებული გვამი მუმბაის პოლიციამ 18 აპრილს აღმოაჩინა.

მკვლელობაში ბრალდებულები უკვე დააკევეს, ამიტ ჯაისვალი და მისი შეყვარებული პრეტი სურინი, ასევე ბოლივუდის მსახიობები არიან, მათ გასულ წელს ტაპერთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ფილმში, სწორედ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს მკვლელებმა მსახიობი და ის გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს.

გამტაცებლებმა ტაპერის ოჯახს $50, 000 მოთხოვეს, მსახიობის დედამ დამნაშავეებს თანხის ნაწილი გადაუხადა, თუმცა 26 წლის მენახში ტაპერი უკვე მოკლული იყო.

ბრალდებულებმა მას თავი მოკვეთეს, სხეული წყალსაცავში გადააგდეს, ხოლო თავი მუმბაის მახლობლად ტრასაზე გადააგდეს.
პოლიციელების განცხადებით, ტაპერი ერთ-ერთ სასტუმროში გაგუდეს, შემდეგ მას თავი მოკვეთეს და სხეულის ნაწილები სხვადასხვა ადგილებში გადამალეს.

დამნაშავეებს დაკავებისას თან აღმოაჩნდათ მოკლულის მობილური ტელეფონი.

 

კომენტარები