ბოლივუდი

ეკონომიკის სამინისტრო ბოლივუდთან ფილმების გადაღებაზე მოლაპარაკებებს მართავს

Getty Images

მთავრობა საქართველოს კინოგადაღების ცენტრად გადაქცევას გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლებთან მართავს მოლაპარაკებებს. სტუდიების წარმომადგენლებთან შეხვედრები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გამართა. 

"შეხვედრაზე ინდოეთის სტუდიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს დიდი სურვილი, რათა კინოგადაღებები აწარმოონ საქართველოში. ამ მიზნით, ისინი გეგმავენ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ვიზიტს და გადაღებისთვის გამოსადეგი ადგილების შერჩევას", - ამბობს ქეთევან ბოჭორიშვილი. 

მთავრობამ შექმნა ახალი პროექტი "გადაიღე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ფილმების 20%-იანი თანადაფინანსებისა და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას გეგმავს.

კომენტარები