მეზვრიშვილი: პირბადეების ტარებას მკაცრად გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ წესები მაქსიმალურად დაიცვან. გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია. პირბადეების რეგულაცია და ამ მოთხოვნის შესრულება გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც იქნება მკაცრად გაკონტროლებული შესაბამისი ორგანოების მიერ. აქტიური კონტროლი მოხდება და შედარებით უფრო გამკაცრდება. აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ წესები მაქსიმალურად დაიცვათ. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მაზვრიშვილი უწყებათაშორისის საკოორდინატო საბჭოს დასრულების შემდეგ.

კომენტარები