კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან 4 ავერსის კლინიკის სამედიცინო პერსონალია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევიდან 4 ავერსის კლინიკის სამედიცინო პესონალია. 

მისივე ინფორმაციით, ინფიცირების 23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება.  

3 შემთხვევა ე.წ. დონას კლასტერიდანაა, 19 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 სამედიცინო პერსონალია ავერსის კლინიკიდან, 12-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 4 შემთხვევა შემოტანილია. ეზუგბაიას ინფორმაციით, სამი ადამიანის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. 

"საინტერესოა, რომ ამ 45-ში 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს. ეს ხუთი ჯგუფური გახლავთ თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილიდან". – ამბობს ეზუგბაია.   

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები