ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბელარუსი

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება [VIDEO]

კვირა, 6 სექტემბერი, 2020 - 16:53
tbl.ge/51y0
დაკოპირდა

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. 

ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თავიანთი ქალაქების ცენტრში შეიკრიბონ. 

"მსვლელობა ერთიანობისთვის - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის". – ამ სახელწოდების ანტისამთავრობო აქციები იმართება დღეს ბელარუსში. 

მინსკის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მინსკის ცენტრისკენ ქალაქის ქუჩებიდან რამდენიმე მსვლელობა იმართება. მომიტინგეებს ხელში უკავიათ ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი ფერის დროშები და გაიძახიან სლოგანებს - "სიცოცხლე ბელარუსს!"; "სირცხვილი!"

Tweet

დღის დასაწყისში სპეცრაზმელები მავთულხლართებს ახვევდნენ მთავრობის რამდენიმე შენობას და ძეგლს მინსკის ცენტრში. Telegram-ის რამდენიმე გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქალაქის რამდენიმე ადგილას ჯავშანტექნიკა დგას.

ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 5 სექტემბერს ვილნიუსიდან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ბელარუსი ხალხი შეიცვალა "მათ გაიღვიძეს. ბელარუს ხალხს აღარ სჯერა ამჟამინდელი მთავრობის. შეუძლებელია ხალხს უკან დახევა დააძალო".

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ბელარუსიაქცია ბელარუსშიმინსკილუკაშენკო

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 3 აპრილი, 2026 - 11:41ბელარუსში რუსეთის მსგავსად, ანტი-LGBTQ+ კანონი მიიღეს
  • პარასკევი, 13 მარტი, 2026 - 13:20ICC ბელარუსის შესაძლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს
  • პარასკევი, 20 თებერვალი, 2026 - 18:34ბელარუსმა პატიმრობიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიკოლა სტატკევიჩი გაათავისუფლა
  • შაბათი, 13 დეკემბერი, 2025 - 18:55ბელარუსულ კალიუმზე აშშ-ს სანქციებს მოხსნის ფონზე ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა
  • ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025 - 12:42BelTA: ბელარუსის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:25

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:20

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕