რა ვქნათ, არის ეს, შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ადამიანები ვართ. ქართველები ლაღი ერი ვართ, უფრო ვგავართ ამით იტალიელებსა და ესპანელებს, ვიდრე, ვთქვათ, სკანდინავიელებს ან გერმანელებს, რომლებსაც რასაც ეტყვი, იმას ასრულებენ.
კონტროლი არის, მაგრამ ხელისუფლების შეცდომა არ არის. ხელისუფლება იღებს პროპორციულ ზომებს. ხელისუფლებამ იმაზე მეტი ძალა რომ გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, ეს დიდ დისკომფორტს გამოიწვევს.





