თავიდან, როცა პანდემია იწყებოდა, რისკის მოლოდინი მეტი იყო. არავინ არ ვიცოდით, რა კანონზომიერებით განვითარდებოდა ეს პანდემია და იყო საფრთხე, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადება მასობრივად გავრცელებულიყო საქართველოში.
ახლა მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის, ჩვენც, თუ რა შემთხვევებში რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. ამ გამოცდილების საფუძველზე ვთვლით ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც, რომ ამ მოცულობის მატება, ისიც ზოგიერთ ლოკალიზაციაზე, არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის და არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას.
ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის, კლინიკური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია. ის 2 თუ 3 ათეული შემთხვევა დღეში არ წარმოადგენს კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას.





