კორონავირუსი საქართველოში

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელევიზიაში ეპიდემიოლოგებმა დღეს დილიდან დაიწყეს პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების შესრულება.

რა რეჟიმში განაგრძობს აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები