საქსტატი

აგვისტოში სურსათის და უალკოჰოლო სასმელის ფასი 9.2%-ით გაიზარდა

Reuters

საქსტატმა აგვისტოს ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.86% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 5.7%-ია.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. ამ ჯგუფში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ფასები 9.2%-ით გაიზარდა. 

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

1. ხილი და ყურძენი - 18.0%

2. ყავა, ჩაი და კაკაო - 14.9%

3. თევზეული - 13.5% 

4. ზეთი და ცხიმი - 11.9%

5. რძე, ყველი და კვერცხი - 11.7%

6. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 9.0% 

7. პური და პურპროდუქტები - 9.0% 

8. ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8.8%

9. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 4.5%

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების მატება წლიურ ინფლაციაზე 2.88 პროცენტული პუნქტით აისახა.

კომენტარები