კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ვინც გადაიტანეთ COVID-19, ჩააბარეთ სისხლი, რათა გადაარჩინოთ სხვა ავადმყოფები

გამოისახა ძალიან კარგი პერსპექტივა, შექმნილია COVID-19-ის სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულები - ეს არის მედიკამენტების პრინციპულად ახალი თაობა. ეს არ არის არცერთი აქამდე ცნობილი წამალი, ისინი სხვა, ქიმიური პრეპარატები იყო. ეს არის ანტისხეულები ვირუსის საწინააღმდეგოდ, ოღონდ მონოკლონური. ამ  მონოკლონურმა ანტისხეულებმა, იქ, სადაც ისინი ბევრი დაავადების სამკურნალოდ შექმნეს,  რევოლუცია მოახდინა. 

მინდა, სასიამოვნო განცხადება გავაკეთო - ეს იმდენად ახალი მედიკამენტია, რომ ყველას არ ანდობენ და პირადად ფაუჩის რეკომენდაციით, ჩვენ ჩაგვრთეს ამ კვლევაში. 

ხშირად მეკითხებოდნენ კოვიდგადატანილი პლაზმით ავადმყოფების მკურნალობაზე. ეს დღეს რჩება ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად და ერთადერთ საშუალებად, რომელიც პირდაპირ ვირუსზე მოქმედებს. ვინც გადაიტანა კოვიდი, მას გამოუმუშავდა იმუნიტეტი, გამოუმუშავდა ანტისხეულები, რომელიც მას რჩება გარკვეულ ხანს - ჯერ არ ვიცით, რჩება 3 თვე, 1 წელი თუ მთელი სიცოცხლე, მაგრამ 3 თვე მაინც რჩება. 

მე მინდა მოგიწოდოთ, ვინც გადაიტანეთ კოვიდი, გააკეთეთ სიკეთე, მობრძანდით და ჩააბარეთ სისხლი, რათა თქვენი სისხლით გადაარჩინოთ სხვა ავადმყოფები. 

რატომ არ დაინერგა ფართოდ და რატომ არ ჩაითვალა, რომ ეს გადარჩენის საშუალებაა? იმიტომ, რომ აღმოჩნდა, ყველა გადატანილს ეს დამცველი ანტისხეულები საკმარისად არ აქვს. ბევრს ძალიან ცოტა აქვს და ის არ არის საკმარისი სხვის გადასარჩენად. მონოკლონური ანტისხეულები გამომუშავდება ხელოვნურად, იქ გარანტირებულია მათი მაღალი კონცენტრაცია. დიდი ალბათობით, მათ გამოყენებას ექნება 100%-იანი თუ არა, მაღალი ეფექტი.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები