აშშ - ირანი

აშშ ირანული საწვავქიმიკატებით ვაჭრობისთვის 6 კომპანიას სანქციებს უწესებს

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის შენობა
Sealy j / Wikicommons

აშშ-მ რამდენიმე კომპანიას, რომლებიც ირანული საწვავქიმიკატების ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში მონაწილეობენ, სანქციებს უწესებს. ინფორმაცია ამის შესახებ ავრცელებს აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტი.

ფინანსთა დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში დაფუძნებულ ექვს კომპანიას Triliance Petrochemical Co. Ltd.-სთან თანამშრომლობისთვის სანქციები დაუწესდება. ეს კომპანია აშშ-ს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.

ირანის საწვავისა და საწვავქიმიკატების ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და პირებს სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც უწესებს.

კომენტარები