კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა ავერსის კლინიკას უკავშირდება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ "კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა ავერსის კლინიკას უკავშირდება". მისი თქმით, ავერსის კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა და ქსელის ყველა თანამშრომელი ამ დროისათვის ტესტირებას იტარებს.

"სიტუაცია არის როგორც მინისტრის, ასევე პრემიერის კონტროლის ქვეშ. ჩვენთვის, დღესდღეობით, საყურადღებოა ავერსის ქსელის კლინიკა". - ამბობს მინისტრი. 

3 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი. ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები