კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 7 186 ტესტზე პასუხს დღეს გავიგებთ, ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთ დაგვანახებს

გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების ზრდა. 38 შემთხვევა გვქონდა. დღეს გვაქვს 20 შემთხვევა, რაც არის უაღრესად საყურადღებო. გუშინ გაკეთდა 7 186 ტესტი, რომელზეც პასუხი დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთ დაგვანახებს. 

როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება წელიწადი, წელიწად-ნახევარი ასე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორედ ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის ცალკე აღებული საქართველო, გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, ამიტომ, ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი და, შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა. 

 

საქართვეოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები