ავტოავარია თბილისში

ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა

მთავარი არხი

ჭავჭავაძის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა. ტაბულამ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

კომენტარები