ავტოავარია თბილისში

კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიას ერთი პირი ემსხვერპლა​. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საგზაო ჯებირს შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტოში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები