სირია-ისრაელი

ისრაელმა სირიაში სამხედრო ბაზები დაბომბა, მოკლულია 6, დაშავდა 10 ადამიანი

JPost

ისრაელის არმიამ სირიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მოკლულია 2 სირიელი ჯარისკაცი. დაიჭრა 6 პირი, მათ შორის 3 უცხოელი მებრძოლი. თავდასხმას ემსხვერპლა ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით კი თავდასხმისას მოკლულია 3 უცხოელი მებრძოლიც. ტერიტორიაზე, რომელზეც სარაკეტო თავდასხმა მოხდა, როგორც ლიბანური შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას, ასევე, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძოლები იმყოფებიან.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დაჭრილთა რაოდენობა 10-ს აღწევს.

რაკეტები გოლანის მაღლობიდან დამასკოს სამხრეთით სამხედრო ბაზების მიმართულებით გაისროლეს.

ისრაელში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ეს მიმდინარე წელს ისრაელის მხრიდან სირიაზე საჰაერო დარტყმების განხორციელების მეორე შემთხვევაა. თვის დასაწყისში ისრაელმა სამხრეთ სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის არმიის ცნობით, ეს იყო პასუხი გოლანის მაღლობზე თავდასხმის მოწყობის მცდელობაზე.

კომენტარები