გარდაბანი

გარდაბანში სარწყავ არხში ჩავარდნილი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

გარდაბანში სარწყავ არხში ჩავარდნილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შემთხვევა დღეს, 30 აგვისტოს მოხდა.

უწყების ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მეთევზე წყალში ჩავარდა. ადგილზე ორი სამაშველო ბრიგადა და მყვინთავები მუშაობდნენ.

კომენტარები