გარდაბანი

გარდაბანში ქორწილის შემდეგ პატარძლის ნათესავებმა სიძის ოჯახს სცემეს

გარდაბანში ქორწილში პატარძლის ნათესავებმა სიძის ოჯახს სცემეს. შემთხვევა 30 იანვარს მოხდა. 

სიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა. დაშავდა ოჯახის 4 წევრი, მათ შორი 3 წლის ბავშვია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 

კომენტარები