გარდაბანი

გარდაბანში, მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში ცხედარი იპოვეს. უწყების ცნობით, გარდაცვლილი მდინარეში სათევზაოდ შევიდა, დინებამ წაიღო და წყალში გაუჩინარდა. 

"ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა". – ნათქვამია განცხადებაში. 

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო ექოლოტი მონაწილეობდა.

კომენტარები